საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შეხვედრების ოთახში (სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მე-3 სართული), ტემპუსის პროექტის ფარგლებში, გაიხსნა რეგიონალური სემინარი თემაზე „უნივერსიტეტებსა და საწარმოებს შორის კავშირის გამოყენება სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად“.
სემინარი ორდღიანია და 7 ნოემბერს დასრულდება. შეხვედრას ესწრბიან ევროპის 4 წამყვანი უნივერსიტეტის ექსპერტები, სომხეთისა და უკრაინის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.