საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტემპუსის პროექტის “რეგიონული ინტერდისციპლინარული სწავლება ენერგეტიკასა და გარემოს დაცვის სამართალში” - ფარგლებში გაიხსნა სემინარი “სწავლა და სწავლება უნივერსიტეტებში”. საკოორდინაციო შეხვედრას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარდა, ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრები და სტუ-ის წარმომადგენლები.
პროექტის კოორდინატორმა (მაგდებურგის უნივერსიტეტი) გააკეთა პრეზენტაცია პროექტთან დაკავშირებით, განიხილა ფინანსური მენეჯმენტის საკითხები. საუბარი შეეხო პროექტ “რეგენლოს” სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.