|
29-11-2013, 20:28
2 დეკემბერს, 10:30 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში გაიმართება სემინარი „უნივერსიტეტის თანამშრომლობა წარმოებასთან“. სემინარი ტარდება ტემპუსის N516613 პროექტის პროგრამის ფარგლებში და 6 დეკემბერს დასრულდება.
5-დღიანი სემინარის თემატიკა ფოკუსირებული იქნება ტემპუსის პროგრამის ფარგლებში სტუ-ში ახლადშექმნილი „უნივერსიტეტის წარმოებასთან თანამშრომლობის საინოვაციო ცენტრის” მუშაობის, მისი სტრუქტურის, ცალკეული რგოლების ფუნქციონირების, პერსონალის შერჩევის და ფინანსების მოზიდვის საკითხებზე.
სემინარი ატარებს არაფორმალურ სახეს, მისი ჩატარების დროს წარიმართება დისკუსიები ცალკეული მონაწილის პრეზენტაციებზე, განსაკუთრებული ყურადღება ცენტრის ბიზნესგეგმის გარჩევას დაეთმობა. |
|