სტუ ტემპუსის პროექტით გათვალისწინებულ ინტერრეგიონალურ შეხვედრა-სემინარში მონაწილეობს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ ტემპუსის პროექტით გათვალისწინებულ ინტერრეგიონალურ შეხვედრა-სემინარში მონაწილეობს სტუ
14-02-2015, 18:12
16 თებერვალს, 13:30 საათზე, სასტუმრო „ბომონდში“ (ალ. ჭავჭავაძის ქ. # 11) ტემპუსის პროექტით გათვალისწინებულ ინტერრეგიონალურ შეხვედრა-სემინართან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება.

16-18 თებერვალს სასტუმრო „ბომონდში“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ტემპუსის პროექტით გათვალისწინებული ინტერრეგიონალური შეხვედრა-სემინარი ტარდება. ღონისძიება 16 თებრვალს, 09.30 საათზე გაიხსნება. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ 10 ევროპული ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის ექსპერტები, „ერაზმუს+“-ის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული პროფესიონალური ასოციაციის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ „გორგასლის“ წარმომადგენლები.

სემინარი ეძღვნება საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულების განვითარების საკითხებს, კერძოდ, ესაა საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის უნივერსიტეტებში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა (სასტუმრო მეურნეობის მართვა).

პროექტის კოორდინატორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ალექსანდრე ედიბერიძის განცხადებით, ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგის, ტურიზმისა და მათ შორის სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება შეუძლებელია სპეციალური განათლების მქონე მაღალკვალიფიციური კადრების გარეშე. საქართველოსთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სასტუმრო მომსახურების სპეციალისტთა კადრებს არ ამზადებს ჩვენი ქვეყნის არც ერთი უნივერსიტეტი.

„ტურიზმის განვითარების დარგში რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოსთვის დახმარების გაწევის მიზნით, ევროკომისიის მიერ დაფინანსებულია Tempus-ის პროექტი LMPH N°544191 Tempus 1-2013-1-PT JPCR, რომლის რეალიზაციაში მონაწილეობენ საფრანგეთი, ესპანეთი პორტუგალია, რუმინეთი, ბულგარეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა. პროგრამა სამწლიანია. მისი განხორციელება დაიწყო 2014 წელს. ამჟამად წარმატებით დასრულდა პირველი ეტაპი“, _ განაცხად მან.

როგორც ედიბერიძემ აღნიშნა, პროექტში ჩართულმა საქართველოს უნივერსიტეტებმა ჩაატარეს სასტუმრო მომსახურების შრომის ბაზრის კვლევა, რომლის ეფექტიანობის ინტეგრალური მაჩვენებელია შრომის ბაზრის მოთხოვნა და სასტუმროების მიერ გამოკითხვისას აღნიშნული პროფილების შესაბამისი თანამდებობრივი პოზიციების სისტემური ანალიზი.

„კვლევის შედეგად განისაზღვრა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სახელწოდება და ძირითადი მიმართულებები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა პროექტით განსაზღვრული ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაციის პრობლემებს“, _ აღნიშნა ედიბერიძემ.

ედიბერიძის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს სამი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას _ ერთი საბაკალავროსი, სახელწოდებით „სასტუმრო ინდუსტრია“ და ორი სამაგისტრო პროგრამის, სახელწოდებით „სასტუმრო ინდუსტრია“ და „სასტუმრო მომსახურების ტექნოლოგიები“.
აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით გათვალისწინებულია სასტუმრო ინდუსტრიისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ევროპული სისტემით.

პროექტის რეალიზაციის პირველი ეტაპის შედეგებსა და შემდგომ ამოცანებს ეძღვნება პროექტის მართვის საკოორდინაციო ჯგუფის ინტერრეგიონალური სემინარი, რომელიც ჩატარდება 16-18 თებერვალს, სასტუმრო „ბომონდში“. დასაწყისი 16 თებერვალს, 09:30 საათზე. მონაწილეობენ: საფრანგეთის (გრენობლის აკადემია), ესპანეთის, პორტუგალიის, იტალიის, რუმინეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და საქართველოს უნივერსიტეტები.
(ტელ: 591303785; 593303750)




 
 

ასევე:

  • სტუ-ში ინტერრეგიონალურ შეხვედრა-სემინართან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება
  • ევროკომისიის ტემპუსის კონკურსში სტუ-ის პროექტმა გაიმარჯვა
  • ტემპუსის RETHINK პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო შეხვედრა გაიხსნა
  • სტუ-ში კარიერის კვირეული გაიხსნება
  • თბილისში მცენარეთა დაცვისა და კარანტინის შესახებ სემინარი ჩატარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge