|
4-02-2015, 15:22
16 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტემპუსის პროექტით გათვალისწინებულ ინტერრეგიონალურ შეხვედრა-სემინართან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება.
16-18 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტემპუსის პროექტით გათვალისწინებული ინტერრეგიონალური შეხვედრა-სემინარი ჩატარდება. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ 10 ევროპული ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის ექსპერტები, „ერაზმუს+“-ის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული პროფესიონალური ასოციაციის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ „გორგასლის“ წარმომადგენლები.
სემინარი ეძღვნება საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულების განვითარების საკითხებს, კერძოდ, ესაა საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის უნივერსიტეტებში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა (სასტუმრო მეურნეობის მართვა). |
|