|
29-11-2013, 20:31
ევროკომისიის ტემპუსის კონკურსში TEMPUS VI-th Call Joint Projects (2013) გაიმარჯვა ერთობლივმა პროექტმა „საქართველოში, აზეიბარჯანსა და მოლდოვეთში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის სასტუმრო მეურნეობის მენეჯმენტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავება”, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს, აზეიბარჯანი, მოლდოვეთის, საფრანგეთისა, პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, რუმინეთის და ბულგარეთის უნივერსიტეტები. პროექტში საქართველოდან მონაწილეობს სამი პარტნიორი ორგანიზაცია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის გორგასალის უნივერსიტეტი და გორის სასწავლო უნივერსიტეტი. ამ პროექტში წამყვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხოლო მისი წარმომადგენელი – ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სრული პროფესორი ალექსანდრე ედიბერიძე პროექტის კოორდინატორია. პროექტი სამწლიანია (2014–2016წწ.). მისი დაფინანსება 1 მილიონ 183 ათას ევროზე მეტია. პროექტის ფარგლებში იგეგმება სტუ-ში რესურსცენტრის გახსნა. სტუ-ში რესურსცენტრის მუშაობის შედეგები ფართოდ დაინერგება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებსა და ტურიზმის ობიექტებში. |
|