ევროპულ კონკურსში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის პროექტმა გაიმარჯვა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ევროპულ კონკურსში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის პროექტმა გაიმარჯვა სტუ
24-06-2011, 16:27
ევროპულ კონკურსში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის პროექტმა გაიმარჯვა. 2011 წლის 1-ელ ივნისს ევროკომისიიდან (ბრიუსელი) მოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის პროექტმა “სენსორების კვლევის მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროპულ კვლევით სივრცეს შორის კავშირებს გაძლიერება~ (# 294299), რომლის კორდინატორია საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი პაატა კერვალიშვილი. ბატონი პაატა მონაწილეობდა ევროპული პროგრამის – “Capaiies~ – Call ID “FP7-INCO-2011-6~ ღია კონკურსში, მიიღო ქულათა მაქსიმალურად შესაძლებელი ოდენობა (15 ქულა) და, აქედან გამომდინარე, პირველია დასაფინანსებელ პროექტთა რიცხვში.

9 ივნისს ევროკომისიიდან მოვიდა მეორე წერილი პროექტის განსახორციელებლად კონტრაქტის დადების თაობაზე, შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოს დაწყების ინიციატივით. ამის შემდეგ დაიწყო კონსულტაციები და თანამშრომლობა ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის მიერ პროექტის დაფინანსების ოდენობა აღემატება 460 ათას ევროს. ეს პირველი ევროპული სამეცნიერო პროექტია, რომელიც ოფიციალურად ქართველი მეცნიერების ხელმძღვანელობით წარიმართება. მასში ბრიტანელი (კემბრიჯ-კრენფილდი), ბერძენი (ათენი) და ლუქსემბურგელი კოლეგები მონაწილეობენ.

პროექტი ორწლიანია და ნავარაუდებია მისი უფრო ფართო მასშტაბით გაგრძელება.
 
 

ასევე:

  • ევროკომისიის ტემპუსის კონკურსში სტუ-ის პროექტმა გაიმარჯვა
  • ევროკომისიის ტემპუსის კონკურსში სტუ-ის პროექტმა გაიმარჯვა
  • გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელთა პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა
  • სტუ-ის პროფესორი ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტში კვლევების ჩასატარებლად მიიწვიეს
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია "ნანოსენსორული სისტემები და ნანომასალები"






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge