|
16-04-2015, 14:15
სტუ-ის პროფესორი ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტში კვლევების ჩასატარებლად მიიწვიეს. ინგლისის საინჟინრო და ფიზიკური კვლევების საბჭოს (EPSRC) გადაწყვეტილებით, გაიმარჯვა ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტის (ინგლისი) მიერ წარდგენილმა პროექტმა და მიიღო კვლევითი გრანტი EP / M013545 / 1 „ლოკალიზებული სასაზღვრო-სივრცული ინტეგრალური განტოლებების მეთოდი არაწრფივი კერძო წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებებისთვის“. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია, 01.06.2015 – 31.05.2018.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ინგლისში მიწვეული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ნატროშვილი, რომელიც კვლევებს ჩაატარებს ბრუნელის უნივერსიტეტში, როგორც მიწვეული პროფესორი. |
|