|
29-10-2012, 15:56
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი რუსუდან თაბუკაშვილი (ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი) მიუნხენის უნივერსიტეტში ინიციატივით წარდგა. თაბუკაშვილი მიიწვიეს მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში (გერმანია) კვლევითი სამუშაოს ჩასატარებლად, როგორც მოწვეული მიწვეული პროფესორი. მან გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდია მოიპოვა (2012 წლის 1-ლი ივლისიდან 30 სექტემბრამდე).
თაბუკაშვილი თანამშრომლობს აღნიშნულ უნივერსიტეტთან, რათა სტუ-ის სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ ტექნიკური დარგობრივი ენა. გლობალიზაციისა და სამუშაო ბაზრის ახალი მოთხოვნების პირობებში, უნივერსიტეტები დგანან ახალი გამოწვევების წინაშე - შექმნან თანამედროვე პროგრამები, იზრუნონ მათ უზრუნველყოფაზე და, შესაბამისად, შესთავაზონ ისინი სტუდენტებს. ამ ინიციატივით იმყოფებოდა პროფესორი თაბუკაშვილი მიუნხენის უნივერსიტეტში. მისი ინტერესის სფერო ტექნიკურ-საბუნებისმეტყველო საგნებია, უფრო კონკრეტულად კი, შესაბამისი დარგობრივი ენების გამოყენება ტექნიკური კომუნიკაციაში.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური დარგის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ დარგობრივი ენების კონკრეტული სფერო ”ტექნიკური კომუნიკაცია”, რომელიც დამატებითი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. იგი ისწავლება ორ ენაზე - ქართულსა და გერმანულზე და მოიცავს, თარგმანის საკითხებსაც, რომლებიც ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენასა და მის კონსტრუირებას ეხება. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის მიერ ინიცირებული კვლევა და მისი სამომავლო გეგმები ითვალისწინებს მომავალი სპეციალისტების, როგორც ტექნიკური დარგობრივი ენების მცოდნეების, ასევე ტექნიკური დარგობრივი ტექსტების მთარგმნელების მომზადებასა და აღზრდას. |
|