|
24-04-2013, 13:45
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, სრული პროფესორი იგორ კვესელავა ხაგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, ახალგაზრდების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა.
ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის თავმჯდომარე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა დაიბადა მარტვილში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, სამეცნიერო ჟურნალ “საისტორიო ვერტიკალების~ მთავარი რედაქტორი. იკვლვევს საქართველოს პოლიტიკური ისტორიის, ეროვნული მოძრაობის, გლობალიზაციის, კონფლიქტოლოგიის, პოლიტიკის, ქართული ყოფისა და კულტურის და სხვა პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს 200-მდე მეცნიერული ნაშრომი, სტატია, წერილი და სხვ. მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია და სახელმძღვანელო.
2002-2007 წლებში ხელმძღვანელობდა სტუ-ს პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრას. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2007 წლიდან არს სტუ-ს საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის თავმჯდომარე. |
|