|
5-04-2012, 11:19
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის კომისიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტმა, ისტორიის, ეთნოლოგიისა და რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში მოაწყო წიგნის - “საქართველოს უახლესი ისტორიის დოკუმენტური მასალები (1988-1990) ტ. I”. “საქართველოს უახლესი ისტორიის დოკუმენტური მასალები (1990-1991) ტ. II” - პრეზენტაცია-განხილვა.
წიგნის ავტორ-შემდგენელები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულიPპროფესორი, ისტორიის დოქტორი ედიშერ გვენეტაძე. სტუ-ის დოქტორანტი, პოლიტოლოგი ზაზა კალანდია.
წიგნში წარმოდგენილი მასალა ასახავს საქართველოს უახლეს ისტორიას. იგი განკუთვლილია მკვლევარ-სპეციალისტების, სტუდენტებისა და ამ პერიოდის საკითხებით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისთვის. ავტორ-შემდგენელთა პრინციპული ხედვით, მოპოვებული მასალა წარმოდგენილია პირვანდელი, უცვლელი სახით ყოველგვარი კომენტარების გარეშე. ისინი დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით.
წიგნის პრეზენტაცია განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებისათვის ცნობილმა სახეებმა, ეროვნული მოძრაობის მონაწილეებმა, მეცნიერებმა, სტუდენტი-ახალგაზრდობის წარმომადგენლებმა.
ღონისძიება გახსნა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მიხეილ სამსონაძემ. სიტყვით გამოვიდნენ წიგნის რედაქტორი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა; საქართველოს სახალხო ფრონტის თავმჯდომარე, პროფესორი ნოდარ ნათაძე; წიგნის რედაქტორი -ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ბერაძე; ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოსო სიგუა; “მრგვალი მაგიდის” ინდივიდუალური წევრი,Gჟურნალისტი ვახტანგ ბახტაძე; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი რობერტ პეტრიაშვილი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ პაპასქირი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე დაუშვილი; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი თემურ ქორიძე; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ აბრალავა; სტუ-ის სტუდენტი მაია კიკნაველიძე; წიგნის ავტორ-შემდგენელი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე.
გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს აღნიშნულ ნაშრომს. ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობებისთვის და საერთოდ საქართველოს უახლესი ისტორიის შესწავლისთვის ასეთი სახის წყაროების მოძიებას, დახარისხებას და გამოცემას. ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა აღნიშნეს ის დადებითი და უარყოფითი მოვლენები, რომლებიც თან ახდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.
გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და წიგნის პრეზენტაცია-განხილვაში აქტიური მონაწილეობისთვის და ნაშრომის მიმართ გამოტქმული კრიტიკული შენიშვნებისათვის. ხაზგასმმით აღნიშნა, რომ ავტორს გამოსაცემად მზად აქვს კიდევ ათი ტომი და მიმართა ამ საქმით დაინტერესებულ ბიზნესმენებს დახმარებისთვის.
წიგნის პრეზენტაცია-განხილვა გააშუქეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელეკომპანია “ერთსულოვნებამ”. |
|