|
21-12-2012, 22:30
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა "უნივერსში" პროფესორ თამაზ ბაციკაძის წიგნის -"როგორ დავრწმუნდეთ სულის უკვდავებაში" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ფილოსოფიური ხასიათისაა და სულის უკვდავების რელიგიურ-მისტიკური ასპექტების თვალსაზრისით კვლევის საკითხებს მოიცავს.
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის კათედრის პროფესორი თამაზ ბაციკაძე 80-მდე სამეცნიერო სტატიის, 6 სახელმძღვანელოს (მათ შორის ფრანგულ ენაზე) და ერთი მონოგრაფიის ავტორია.
1982-1986 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1990 წელს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა მედისონის უნივერსიტეტში (აშშ); 1985-2005 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი, კაპიტალური მშენებლობისა და პერსპექტიული განვითარების დარგში; 2009 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსია. |
|