საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონსტანტინე ბარამიძის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ქართველი მეცნიერი ელექტრომექანიკისა და საწარმოთა ავტომატიზაციის დარგში, კონსტანტინე მოსეს ძე ბარამიძე, 1914 წლის 7 (20) თებერვალს თბილისში დაიბადა. კონსტანტინე ბარამიძე იყო ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1954), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1974), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1962).
1954-1972 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო საწარმოთა ელექტროფიკაციისა და ავტომატიზაციის კათედრის გამგედ, 1973 წლიდან ამ ინსტიტუტის პრორექტორი გახდა. მისი შრომები ეხება სამთო საწარმოთა ავტომატიზაციისა და კიდული ბაგირგზების თეორიის საკითხებს, არის 16 გამოგონების ავტორი, მათ შორის, ერთი (საშახტო ამწეებისა და საბაგირო გზების ამძრავი) დაპატენტებულია შვეიცარიაში, იტალიაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში. ბარამიძე დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.
კონსტანტინე ბარამიძე 1978 წლის ს თბილისში გარდაიცვალა.