|
11-11-2013, 16:33
დღეს, 11 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი აწყობს დისკუსიას თემაზე: “მსოფლიო და თანამედროვე კაპიტალიზმის დასასრული პრობლემა’’.
ღონისძიება სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის მცირე დარბაზში ტარდება. მომხსენებელია პროფესორი იგორ კვესელავა, ოპონენტი - პროფესორი გიორგი მალაშხია.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის თავმჯდომარე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა არის რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, სამეცნიერო ჟურნალ “საისტორიო ვერტიკალების~ მთავარი რედაქტორი. იკვლვევს საქართველოს პოლიტიკური ისტორიის, ეროვნული მოძრაობის, გლობალიზაციის, კონფლიქტოლოგიის, პოლიტიკის, ქართული ყოფისა და კულტურის და სხვა პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს 200-მდე მეცნიერული ნაშრომი, სტატია, წერილი და სხვ. მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია და სახელმძღვანელო. 2002-2007 წლებში ხელმძღვანელობდა სტუ-ს პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრას. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2007 წლიდან არს სტუ-ს საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის თავმჯდომარე. |
|