|
16-05-2013, 20:04
ხვალ, 17 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იხსნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მსოფლიო და კავკასია“. კონფერენციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი ატარებს. ღონისძიების ორგანიზატორია საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსი იგორ კვესელავა.
კონფერენციის მსვლელობისას იმუშავებს 11 სექცია: ნატო, ევროკავშირი და კავკასია; რუსეთი და კავკასია (ისტორია და თანამედროვეობა); აშშ და კავკასია; მსოფლიო ახალი წესრიგი და მსოფლიო პოლიტიკა; მსოფლიო გლობალური პროცესები და კულტურა, მეცნიერება, განათლება; საერთაშორისო ტერორიზმი (ისტორია და პრაქტიკა); საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცეში; საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები და კავკასია; გლობალიზაცია: პარადიგმები და დილემები; კულტურა, რელიგია, პოლიტიკა, სამართალი; კომუნიკაცია, მასმედია, ფილოლოგიურ-პუბლიცისტური ძიებანი, ხელოვნება, ლიტერატურა.
კონფერენცია 19 მაისს დასრულდება. |
|