|
20-05-2013, 14:40
17-19 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მსოფლიო და კავკასია“. კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტმა ჩაატარა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსი იგორ კვესელავა.
კონფერენციის მსვლელობისას მუშაობდა 11 სექცია: ნატო, ევროკავშირი და კავკასია; რუსეთი და კავკასია (ისტორია და თანამედროვეობა); აშშ და კავკასია; მსოფლიო ახალი წესრიგი და მსოფლიო პოლიტიკა; მსოფლიო გლობალური პროცესები და კულტურა, მეცნიერება, განათლება; საერთაშორისო ტერორიზმი (ისტორია და პრაქტიკა); საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცეში; საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები და კავკასია; გლობალიზაცია: პარადიგმები და დილემები; კულტურა, რელიგია, პოლიტიკა, სამართალი; კომუნიკაცია, მასმედია, ფილოლოგიურ-პუბლიცისტური ძიებანი, ხელოვნება, ლიტერატურა. |
|