სტუ-ში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მსოფლიო და კავკასია“ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მსოფლიო და კავკასია“ სტუ
19-03-2013, 15:24
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას “მსოფლიო და კავკასია“. კონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 17-19 მაისს ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსი იგორ კვესელავა.

კონფერენციის მსვლელობისას იმუშავებს 11 სექცია: ნატო, ევროკავშირი და კავკასია; რუსეთი და კავკასია (ისტორია და თანამედროვეობა); აშშ და კავკასია; მსოფლიო ახალი წესრიგი და მსოფლიო პოლიტიკა; მსოფლიო გლობალური პროცესები და კულტურა, მეცნიერება, განათლება; საერთაშორისო ტერორიზმი (ისტორია და პრაქტიკა); საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცეში; საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები და კავკასია; გლობალიზაცია: პარადიგმები და დილემები; კულტურა, რელიგია, პოლიტიკა, სამართალი; კომუნიკაცია, მასმედია, ფილოლოგიურ-პუბლიცისტური ძიებანი, ხელოვნება, ლიტერატურა.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული. კონფერენციაზე შესაძლებელია დაუსწრებელი მონაწილეობაც. თეზისები გაგზავნა შესაძლებელია 12 აპრილამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: conference-stu@mail.ru, natiasiradze@mail.ru .

თეზისები დაიბეჭდება საკონფერენციო მოხსენებათა კრებულში.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მსოფლიო და კავკასია“
  • სტუ-ში ჩატარდა კონფერენცია “მსოფლიო და კავკასია“
  • თემაზე “მსოფლიო და კავკასია” სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
  • სტუ-ში ტარდება სიმპოზიუმი “პირველი მსოფლიო ომი და სამხრეთ კავკასია”
  • ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა კონფერენცია "მსოფლიო და გენდერი"






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge