სტუ-ში ტარდება სიმპოზიუმი “პირველი მსოფლიო ომი და სამხრეთ კავკასია” » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ტარდება სიმპოზიუმი “პირველი მსოფლიო ომი და სამხრეთ კავკასია” სტუ
10-06-2014, 15:49
19-20 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი და ევროინტეგრაციის ცენტრი ატარებს საერთაშორისო სიმპოზიუმს “პირველი მსოფლიო ომი და სამხრეთ კავკასია”.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, სიმპოზუმის მიზანია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის საკითხების კვლევა როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყანაში, ასევე, ზოგადად, რეგიონში; ქართულ-კავკასიური და ქართულ-ევროპული ურთიერთობების შესწავლა; ქართველ და კავკასიელ ევროპისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად ევროპელ კოლეგებთან.

სიპოზიუმის მოხსენებათა თემატიკა ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, გენდერი, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, და ა.შ.

“წელს სრულდება ასი წელი პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან. ამ ომმა უდიდესი ნგრევა მოუტანა კაცობრიობას. სწორედ პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიშალა ევროპული იმპერიები და მათ ადგილზე აღმოცენდა ეროვნული სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები. სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოების ჩამოყალიბების ისტორიის, მათი შემდგომი განვითარების, თანამედროვეობის აქტუალური პრობლემების გაშუქებასა და უკეთ წარმოჩენას ეძღვნება ეს სიმპოზიუმი“, – აცხადებენ ისინი.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ტარდება სიმპოზიუმი “პირველი მსოფლიო ომი და სამხრეთ კავკასია”
  • სტუ-ში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მსოფლიო და კავკასია“
  • სტუ-ში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მსოფლიო და კავკასია“
  • სტუ-ში ჩატარდა კონფერენცია “მსოფლიო და კავკასია“
  • დღეს ტარდება სამხრეთ კავკასიის ღია პირადი პირველობა პროგრამირებაში






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge