დღეს ტარდება სამხრეთ კავკასიის ღია პირადი პირველობა პროგრამირებაში » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

დღეს ტარდება სამხრეთ კავკასიის ღია პირადი პირველობა პროგრამირებაში სიახლე
4-12-2012, 07:09
დღეს, 4 დეკემბერს, ტარდება პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის ღია პირადი პირველობა.

შეგახსენებთ: 2 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი. ამასთან დაკავშირებით, სტუ-ს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ეწვია. მინისტრი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა და აღნიშნული პროექტის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს მეექვსედ მასპინძლობს. 2 დეკემბერს თბილისში, ტაშკენტში, ბარნაულსა და სანკტ-პეტერბურგში - პარალელურად - ჩატარდა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ე.წ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის, რომელიც მოიცავს მთელ პოსტსაბჭოთა საივრცეს უკრაინისა და მოლდავეთის გამოკლებით. ტრადიციულად, ამავე დღეს ჩატარდა სამხრეთ კავკასიის ღია გუნდური პირველობა.

ღონისძიების დახურვა 5 დეკემბერს იგეგმება.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება
  • პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სტუ-ში
  • სტუ-ში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი პროგრამირებაში
  • სტუ მასპინძლობს ღია ჩემპიონატს პროგრამირებაში






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge