23-24 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ჩემპიონატი პროგრამირებაში ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის. ჩემპიონატი თბილისში, ტაშკენტში, ბარნაულსა და სანკტ-პეტერბურგში ტარდება და თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს მოიცავს.
24 ნოემბერს ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი (გუნდური) და, ამავდროულად, სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი. 26 ნოემბერს იგეგმება სამხრეთ კავკასიის სტუდენტთა ღია ჩემპიონატი (პირადი), 27 ნოემბერს კი – ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოება და საზეიმო დახურვა.
ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ხელმძღვანელობს. ჩემპიონატი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციის, ასოციაცია ACM (association for computing machinery)- ის მიერ ტარდება.