საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მსოფლიო და გენდერი". კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული. კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ სექციებში: ქალი და პოლიტიკა; ქალი და კულტურა; გენდერი და კანონმდებლობა; ქალი და ბიზნეს-ინჟინერინგი; ქალი და მასმედია; გენდერი: პარადიგმები და დილემები.
კონფერენციაზე მუშაობის ფორმები: მოხსენებით გამოსვლა; დაუსწრებელი მონაწილეობა. კონფერენციის მასალათა კრებული გამოქვეყნდება კონფერენციის დასრულების შემდეგ.
ღონისძიების ორგანიზატორია პროფესორი მაია ყიფიანი.