|
17-03-2013, 13:34
7 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კონფერენციის თემაა “მსოფლიო და გენდერი”. კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული. კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ სექციებში:ქალი და პოლიტიკა; ქალი და კულტურა; გენდერი და კანონმდებლობა; ქალი და ბიზნეს-ინჟინერინგი; ქალი და მასმედია; გენდერი: პარადიგმები და დილემები.
კონფერენციაზე მუშაობის ფორმები: მოხსენებით გამოსვლა; დაუსწრებელი მონაწილეობა. კონფერენციის მასალათა კრებული გამოქვეყნდება კონფერენციის დასრულების შემდეგ. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი (სტატია) უნდა გაგზავნონ 4 მაისამდე, ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: kipianimaia@gmail.com, პროფესორ მაია ყიფიანის სახელზე. |
|