18-19 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება I საერთაშორისო კონფერენცია "სამართლის აქტუალური პრობლემები". კონფერერენციის თემაა "სამართალი დროსა და სივრცეში".
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური, რუსული. კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ მიმართულებებში: საკანონმდებლო რეფორმა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში; კერძო სამართლის რეფორმა; საჯარო სამართლის რეფორმა; მართლმსაჯულების ინსტიტუტი; კორპორაციული სამართლის განვითარება.
კონფერენციის მასალათა კრებული გამოქვეყნდება კონფერენციის დასრულების შემდეგ.