საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “მსოფლიო და კავკასია”.
საერთაშორისო კონფერენცია გახსნა რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში,ზურაბ გასიტაშვილმა. კონფერენციაზე იმუშავებს ათი სექცია: ნატო, ევროკავშირი და კავკასია; რუსეთი და კავკასია (ისტორია და თანამედროვეობა); აშშ და კავკასია; მსოფლიო ახალი წესრიგი და “რბილი ძალის პოლიტიკა”; მსოფლიო გლობალური პროცესები - კულტურა, მეცნიერება, განათლება; საერთაშორისო ტერორიზმი (ისტორია და პრაქტიკა); საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცეში; საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები და კავკასია; გლობალიზაცია: პარადიგმები და დილემები; კულტურა, რელიგია და პოლიტიკა.
კონფერენცია 31 მაისს დაიხურება.