|
17-04-2014, 17:13
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე ღვაწლმოსლი პროფესორი ლევან იმნაიშვილი დააჯილდოვეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, სტუდენტ-ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი წვლილისთვის, სტუ-ის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის სრული პროფესორი ლევან იმნაიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდა.
ჯილდო პროფესორს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლევან იმნაიშვილს გამოქვეყნებული აქვს 107 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 2 მონოგრაფია; არის 46 გამოგონების ავტორი; მისი უშუალო ხელმძღვანელობით და თანავტორობით შესრულებული და დანერგილია მრავალი საინჟინრო პროექტი ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის საკითხებში. იმნაიშვილი არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. |
|