|
16-04-2013, 16:30
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები გერმანიის ქალაქ კაიზერსლაუტერნის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიწვიეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გერმანიის ქალაქ კაიზერსლაუტერნის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები ერთობლივად მონაწილეობენ ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტში "ჩაშენებული სისტემები საქართველოს განათლებაში". პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია კაიზერსლაუტერნის ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროტექნიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ვოლფგანგ კუნცი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელსაწყოთმშენებლობის, ავტომატიზაციისა და მართვის სისტემების სპეციალობის მეოთხე კურსის 108925.1 ჯგუფის წარჩინებული სტუდენტები თამარ ხელაძე და რამაზ რამაზაშვილი ა/წ 15 აპრილიდან 15 ივლისამდე სასწავლებლად მიწვეულნი არიან კაიზერსლაუტერნის ტექნიკურ უნივერსიტეტში. მათ, გერმანელ კოლეგებთან ერთად, ხელმძღვანელობას გაუწევენ მართვის სისტემების დეპარტამენტის პროფესორები, ია მოსაშვილი და დავით მხეიძე. |
|