სტუ-ში ტარდება კონფერენცია "ნანოსენსორული სისტემები და ნანომასალები" » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ტარდება კონფერენცია "ნანოსენსორული სისტემები და ნანომასალები" სტუ
6-06-2013, 15:22
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის თაოსნობით საერთაშორისო კონფერენცია ტარდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროკავშირის მეშვიდე ჩარჩო პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: “ნანოსენსორული სისტემები და ნანომასალები”. ღონისძიების ორგანიზატორია სტუ-ის ფიზიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი პაატა კერვალიშვილი. კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდნენ სტუმრები ინგლისიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან.

კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური. კონფერენციაზე მუშაობის ფორმები – მოხსენებით გამოსვლა; დაუსწრებელი მონაწილეობა; სასტენდო მოხსენებები.

სამეცნიერო სკოლის უდიდესი გამოცდილება ნანომასალათა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, თანამედროვე საინფორმაციო სისტემებში გახდა საფუძველი იმისა, რომ 2011 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების (იმს) ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტმა მოიპოვა ევროკავშირის პროექტი SENS-ERA (პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი პაატა კერვალიშვილი) უპრეცედენტო, 100 %-იანი შეფასებით.

საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია “ნანოსენსორული სისტემები და ნანომასალები“ არის ევროკავშირის SENS-ERA პროექტის, მეცნიერებისა და ტექნიკის საერთაშორისო ცენტრის (ISTC) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. საქართველოში, ამჟამად სტუ არის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრი ნანოსენსორული სისტემებისა და ნანოტექნოლოგიების სფეროში.

კონფერენციაზე განიხილება ნანოსენსორული სისტემებისა და ნანოტექნოლოგიების დარგის სიახლეები და არსებული მიღწევები. მოხსენებებს წარმოადგენენ ევროპის ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები.

კონფერენციის ორგანიზატორების, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტისა და მისი თავმჯდომარის, პროფესორ პაატა კერვალიშვილის განცხადებით, კონფერენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ტექნიკური და საინჟინრო მეცნიერებების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

ღონისძიება 9 ივნისს დასრულდება.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია "ნანოსენსორული სისტემები და ნანომასალები"
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია “ბირთვულ-რადიაციული ნანოსენსორები და ნანოსენსორული სისტემები“
  • ბირთვულ-რადიაციული ნანოსენსორების თემაზე სტუ-ში კონფერნცია გაიხსნა
  • გამოყენებითი ფიზიკის აქტუალურ საკითხებზე სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
  • მართვის ავტომატიზებული სისტემების თემაზე კონფერენცია ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge