ბირთვულ-რადიაციული ნანოსენსორების თემაზე სტუ-ში კონფერნცია გაიხსნა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ბირთვულ-რადიაციული ნანოსენსორების თემაზე სტუ-ში კონფერნცია გაიხსნა სტუ
6-03-2014, 16:52
ბირთვულ-რადიაციული ნანოსენსორების თემაზე სტუ-ში კონფერნცია გაიხსნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: "ბირთვულ-რადიაციული ნანოსენსორები და ნანოსენსორული სისტემები", რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტი ატარებს. კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.

ბირთვულ-რადიაციული ნანოსენსორების თემაზე სტუ-ში კონფერნცია გაიხსნაღონისძიების ორგანიზატორები არიან პროფესორები: ზურაბ გასიტაშვილი, პაატა კერვალიშვილი, აკაკი გიგინეიშვილი, გურამ ჩიხლაძე, არჩილ ჭირაქაძე და სხვები. როგორც ისინი აცხადებენ, კონფერენციის მიზანია საქართველოს სამეცნიერო ტექნოლოგიური პოტენციალის შემდგომი აქტიური გამოყენება ევროატლანტიკური სივრცის განვითარების ამოცანების გადაწვეტისთვის, რომელიც ასახულია ევროკავშირის "ჰორიზონტ 2020" და ნატოს "მეცნიერება მშვიდობისთვის" პროგრამებში. კონფერენცია ეწყობა ნატო-ს სრული ხელშეწყობითა და მფარველობით და გამიზნულია ნანოტექნოლოგიების, შესაბამისი ნანოსტრუქტურების, ნანოსენსორული მოწყობილობების, ხელსაწყო/დანადგარების, სისტემებისა და ქსელების შემდგომი განვითარების გზების, ფორმებისა და გამოყენების სფეროების მოძიებისა და განსაზღვრისთვის.

ბირთვულ-რადიაციული ნანოსენსორების თემაზე სტუ-ში კონფერნცია გაიხსნა კონფერენციაში მონაწილეობენ დარგის წამყვანი სპეციალისტები შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, საბერძნეთი, ბელგია, იორდანია, ეგვიპტე, თურქეთი, ლიტვა, ესტონეთი, მოლდავეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი. კონფერენციის მუშაობაში ჩაებმებიან, აგრეთვე, ნანოტექნოლოგიების სპეციალისტები საქართველოდან.

კონფერენციის სამუშაო ენად შერჩეულია ინგლისური. ნაშრომები წარდგენილია როგორც ზეპირი მოხსენების სახით, ისე სტენდებზე გამოფენილი - პოსტერებით. ყოველი მოხსენების შემდეგ გამოყოფილია შესაბამისი დრო კითხვა-პასუხის რეჟიმში ურთიერთობისა და მსჯელობისთვის. დაგეგმილია მრგვალი მაგიდის ჩატარება ახალი ერთობლივი საერთაშორისო კვლევითი და ინოვაციური პროექტების ორგანიზებისთვის.

სტუმრებისთვის მომზადებულია მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა, რომელიც მოიცავს თბილისსა და მის შემოგარენში გასეირნებას, ექსკურსიებსა და ღირსშესანიშნაოების დათვალიერებას, აგრეთვე, საქართველოს კულტურული და ქართველების სულიერი ფასეულობების გაზიარებასა და გაცნობას.

საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იმედოვნებენ, რომ კონფერენცია ჩაივლის მაღალ სამეცნიერო და შემეცნებით დონეზე, იქნება ურთიერთსასარგებლო და ხელს შეუწყობს ნანოტექნოლოგიებისა და ნანოსისტემების შემდგომ განვითარებას როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

კონფერენცია "ბირთვულ-რადიაციული ნანოსენსორები და ნანოსენსორული სისტემები" 9 მარტს დასრულდება.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია “ბირთვულ-რადიაციული ნანოსენსორები და ნანოსენსორული სისტემები“
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია "ნანოსენსორული სისტემები და ნანომასალები"
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია "ნანოსენსორული სისტემები და ნანომასალები"
  • სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია “კვლევის ფიზიკური მეთოდები მედიცინაში”
  • სტუ-ში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია “ნანოტექნოლოგიები” ნანო – 2014






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge