სტუ-ში ტარდება კონფერენცია “ბირთვულ-რადიაციული ნანოსენსორები და ნანოსენსორული სისტემები“ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ტარდება კონფერენცია “ბირთვულ-რადიაციული ნანოსენსორები და ნანოსენსორული სისტემები“ ---
5-03-2014, 16:43
ხვალ, 6 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტი ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: “ბირთვულ-რადიაციული ნანოსენსორები და ნანოსენსორული სისტემები“.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, კონფერენციის მიზანია საქართველოს სამეცნიერო ტექნოლოგიური პოტენციალის შემდგომი აქტიური გამოყენება ევროატლანტიკური სივრცის განვითარების ამოცანების გადაწვეტისთვის, რომელიც ასახულია ევროკავშირის “ჰორიზონტ 2020“ და ნატოს “მეცნიერება მშვიდობისთვის“ პროგრამებში. კონფერენცია ეწყობა ნატო-ს სრული ხელშეწყობითა და მფარველობით და გამიზნულია ნანო-ტექნოლოგიების, შესაბამისი ნანოსტრუქტურების, ნანოსენსორული მოწყობილობების, ხელსაწყო/დანადგარების, სისტემებისა და ქსელების შემდგომი განვითარების გზების, ფორმებისა და გამოყენების სფეროების მოძიებისა და განსაზღვრისთვის.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, საბერძნეთი, ბელგია, იორდანია, ეგვიპტე, თურქეთი, ლიტვა, ესტონეთი, მოლდავეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი. კონფერენციის მუშაობაში ჩაებმებიან, აგრეთვე, ნანოტექნოლოგიების სპეციალისტები საქართველოდან.

კონფერენციის სამუშაო ენად შერჩეულია ინგლისური. ნაშრომები წარდგენილი იქნება როგორც ზეპირი მოხსენების სახით, ისე სტენდებზე გამოფენილი – პოსტერებით. ყოველი მოხსენების შემდეგ გამოყოფილი იქნება შესაბამისი დრო კითხვა-პასუხის რეჟიმში ურთიერთობისა და მსჯელობისთვის. სტენდებზე გამოფენილ ნაშრომებთან იმორიგევებენ ავტორები დაინტერესებული პირების შესაძლო კითხვებზე პასუხის გასაცემად. დაგეგმილია მრგვალი მაგიდის ჩატარება ახალი ერთობლივი საერთაშორისო კვლევითი და ინოვაციური პროექტების ორგანიზებისთვის.

ჩამოსული სტუმრებისთვის მომზადებულია მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა, რომელიც მოიცავს თბილისსა და მის შემოგარენში გასეირნებას, ექსკურსიებსა და ღირსშესანიშნაოების დათვალიერებას, აგრეთვე, საქართველოს კულტურული და ქართველების სულიერი ფასეულობების გაზიარებასა და გაცნობას.

საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იმედოვნებენ, რომ კონფერენცია ჩაივლის მაღალ სამეცნიერო და შემეცნებით დონეზე, იქნება ურთიერთსასარგებლო და ხელს შეუწყობს ნანოტექნოლოგიებისა და ნანოსისტემების შემდგომ განვითარებას როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

კონფერენცია “ბირთვულ-რადიაციული ნანოსენსორები და ნანოსენსორული სისტემები“ 9 მარტს დასრულდება.
 
 

ასევე:

  • ბირთვულ-რადიაციული ნანოსენსორების თემაზე სტუ-ში კონფერნცია გაიხსნა
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია "ნანოსენსორული სისტემები და ნანომასალები"
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია "ნანოსენსორული სისტემები და ნანომასალები"
  • სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია “კვლევის ფიზიკური მეთოდები მედიცინაში”
  • ქართული დამწერლობის წარმოშობის თემაზე სტუ-ში კონფერენცია ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge