ქართული დამწერლობის წარმოშობის თემაზე სტუ-ში კონფერენცია ტარდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ქართული დამწერლობის წარმოშობის თემაზე სტუ-ში კონფერენცია ტარდება სტუ
20-05-2014, 19:10
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ჟურნალი “ქართველოლოგია”, აუდიტორული კომპანია PKF Georgia-ს მხარდაჭერით, აწყობენ საერთაშორისო კონფერენციას “კრეტული გრაფიკული და ბაბილონური ასტრონომიულ-ქრონოლოგიური სისტემები ძველ ქართულ ანბანში და ძეგლებზე”. კონფერენცია სტუ-ში 9-11 ოქტომბერს ჩატარდება. ღონისძიება ეძღვნება ქართული დამწერლობის წარმოშობას და და მასში ასახულ ასტრონომიულ-ქრონოლოგიური პარამეტრების ანალიზს.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, პროფესორი რაულ გვეტაძე აცხადებს, ნაჩვენები იქნება დამწერლობის არქეოლოგიურ ძეგლებზე აღბეჭდილი ინფორმაცია, რომელიც მტკიცდება თანამედროვე არქეოასტრონომიული კვლევებით.

“კონფერენცია საინტერესო იქნება მეცნიერებისთვის, რომელთა მოღვაწეობა უკავშირდება ქართველოლოგიას, ეროვნულ ქრონოლოგიას, აღმოსავლეთმცოდნეობას, ბიზანტინოლოგიას, ინფორმატიკას, მათემატიკისა და კოსმოგრაფიის ისტორიას. იმედი გვაქვს, დამწერლობათმცოდნეობით დაინტერესებული საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის მუშაობაში”, – აღნიშნა მან.

დაინტერესებულმა პირებმა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს ელექტრონული ფოსტით უნდა მიაწოდონ თავიანთი მონაცემები,ხოლო მოხსენების გაკეთების სურვილის შემთხვევაში, გაგზავნონ მოხსენების სათაური 2014 წლის 30 ივნისამდე, მოხსენების თეზისები კი, 1-2 გვერდის მოცულობით – 25 ივლისამდე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო, თბილისი, კოსტავას 77, ელფოსტა: kupranino@gmail.com ).
 
 

ასევე:

  • ქართული დამწერლობის წარმოშობის თემაზე სტუ-ში კონფერენცია ტარდება
  • იბერიულ-ქართული სახელმწიფოებრიობის 2300 წლისთავი
  • თეოლოგიის ცენტრის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენცია ტარდება
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია “ბირთვულ-რადიაციული ნანოსენსორები და ნანოსენსორული სისტემები“
  • ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება კონფერენცია “მსოფლიო და გენდერი”






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge