თეოლოგიის ცენტრის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენცია ტარდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

თეოლოგიის ცენტრის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენცია ტარდება სტუ
21-06-2011, 00:33
14-15 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავალისა" (ილია მართალი).

კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგი მიმართულებებით:1. საქართველოს სამოციქულო ეკლესია და ქართული სახელმწიფოებრიობა; 2. ქართველთა ეთნოგენეზისი და ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეები; 3. ისტორიული გეოგრაფია; 4. ბრძოლა სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და დამოუკიდებლობისათვის; 5. ეთნოსებთან ერთად ცხოვრების გამოცდილება (ტოლერანტობა); 6. კულტურა (ტრადიციები, ღირებულებები).

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.მოხსენების რეგლამენტი 15 წთ.

მოხსენებები მიიღება 2011 წლის 20 ივნისიდან 30 სექტემბრამდე. ნაშრომის გაფორმების წესი: ნაშრომი სრულდება A4 ფორმატის 1,5 ნაბეჭდი ტექსტი, მინდვრები 2 სმ, სტატია შესრულებული უნდა იყოს DOC ფაილის სახით (MS-Word) ჩაწერილი. ქართული ტექსტისათვის AcadNusx, ზომა 11, ინგლისური და რუსული ტექსტები Times New Roman, ზომა 11. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
განაცხადს თან უნდა ახლდეს: მომხსენებლის გვარი, სახელი, მამის სახელი, სამეცნიერო ხარისხი, სამუშაო ადგილი; ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; მოთხოვნა აუდიო-ვიზუალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით (პროექტორი, ლეპტოპი და ა.შ).

სტატიის მოცულობა - არა უმეტეს 5 გვერდისა, გამოყენებული ლიტერატურით, თან უნდა ახლდეს რეზიუმე ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და მოხსენებები გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: teologiiscentri@gmail.com

მსურველებმაუნდა წარმოადგინონ მოხსენების ელექტრონული ვერსია CD დისკზე და მისი ამონაბეჭდი ასლი.საორგანიზაციო კომიტეტის მისამართი: ქ.თბილისი, კოსტავას 77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ტელეფონი: 236-54-10.
საკონტაქტო პირი: მაია გურამიშვილი, 893-26-67-61.
 
 

ასევე:

  • თემაზე “კულტურა და დიპლომატია’’ კონფერენცია ტარდება
  • ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება კონფერენცია “მსოფლიო და გენდერი”
  • ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება კონფერენცია “მსოფლიო და გენდერი”
  • დაიწყო სტატიების მიღება “ბიზნეს-ინჟინერინგის” მორიგი ნომრისთვის
  • სტუ-ში ქართველოლოგიური კონფერენცია ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge