თემაზე “კულტურა და დიპლომატია’’ კონფერენცია ტარდება » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

თემაზე “კულტურა და დიპლომატია’’ კონფერენცია ტარდება სტუ
2-03-2012, 13:14
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი 2012 წლის 28-29 აპრილს მართავს სტუდენტთა რესპუბლიკურ კონფერენციას თემაზე “კულტურა და დიპლომატია’’.

კონფერენცია გაგრძელდება ორ დღეს და შედგება ფორმალური და არაფორმალური ნაწილისგან.
არაფორმალური ნაწილი დაეთმობა გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციას, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, საზოგადოებას გააცნონ თავი და წარადგინონ თავიანთი უნივერსიტეტი. ფორმალურ ნაწილში სტუდენტები უშუალოდ წარადგენენ თავიანთ ნაშრომებს, რომელთა შეფასება ჟიურის მხრიდან მოხდება შემდეგი კრიტერიუმების დაცვით: თემის სიახლე, ანალიტიკური აზროვნება, საკითხის ძირეული ცოდნა, დისკუსიის კულტურა, თემის აქტუალურობა, სტილი.

პრეზენტაციის მაქსიმალური დროა 15 წუთი (კითხვა-პასუხის ჩათვლით).

კონფერენციის პირველი დღე გამოავლენს ფინალისტებს, რომლებიც მეორე ტურში ნაშრომებს სხვა კუთხით გააშუქებენ.


ნაშრომი სრულდება A4 ფორმატზე 1.5 ნაბეჭდი ტექსტით, მინდვრები 2სმ, ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს DOC ფაილის სახით (MS-WORD) ჩაწერილი. ქართული ტექსტისთვის Acad Nusx, ზომა 12. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.

განაცხადს უნდა ახლდეს: მომხსენებლის გვარი, სახელი; ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა; მოთხოვნა აუდიოვიზუალურ უზრუნველყოფაზე (პროექტორი, ლეპტოპი და ა.შ.).

საკონფერენციო ნაშრომის თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2 აპრილი (თეზისის მოცულობა დაახლოებით 300-500 სიტყვა).

კონფერენციაში საქართველოს თითოეული უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი იქნება მაქსიმუმ ორი სტუდენტი.

რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები ორი დღის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლითა და კვებით.

თითოეულ მონაწილე სტუდენტს გადაეცემა სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები. 3 გამარჯვებულს კი დამატებით - ფულადი პრემია.

კონფერენცია 29 აპრილს საზეიმო ვითარებაში დაიხურება.

კონფერენციის გამართვის ადგილი: თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, კოსტავას 77.

საორგანიზაციო ჯგუფი: სალომე გოგეშვილი 555 97 08 52; salome.gogeshvili@yahoo.com, ანა ფურელიანი 598 38 38 78; purelianiani@mail.ru, ბიძინა ბეჭვაია 579 07 12 92.


პროექტის მხარდამჭერები არიან სტუ-ის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი; სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია "კულტურა და დიპლომატია"
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია “ევროკავშირის აღმოსავლეთში გაფართოების პროცესები’’
  • სტუ-ში ჩატარდა კონფერენცია “კულტურა და დიპლომატია”
  • თეოლოგიის ცენტრის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენცია ტარდება
  • იხსნება კონფერენცია „ევროკავშირის აღმოსავლეთში გაფართოების პროცესები“






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge