სტუ-ში ტარდება კონფერენცია “ევროკავშირის აღმოსავლეთში გაფართოების პროცესები’’ » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ტარდება კონფერენცია “ევროკავშირის აღმოსავლეთში გაფართოების პროცესები’’ სტუ
3-04-2013, 17:17
1-2 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი მართავს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე “ევროკავშირის აღმოსავლეთში გაფართოების პროცესები’’. ორგანიზატორები არიან სტუ-ის სტუდენტები სალომე გოგეშვილი და მარი მამულაშვილი.

“კონფერენციის თემის, “ევროკავშირის აღმოსავლეთში გაფართოების პროცესების’’ ფარგლებში, პროექტის მიზანია, საერთაშორისო კონფერენციის გამართვა, რაც ერთი მხრივ, დაგვეხმარება გავარკვიოთ რამდენად ინფორმირებულია ახალგაზრდა თაობა საქართველოს და მთლიანად კავკასიის რეგიონის ევროსტრუქტურებში მონაწილეობის დადებით და უარყოფით ასპექტებზე, მეორე მხრივ, კი იგი ხელს შეუწყობს სტუდენტთა თანამშრომლობის გაღრმავებას ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით”, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათი განცხადებით, პროექტის მოზანია, სტუდენტებს შესძინოს მეტი ცოდნა და ენთუზიაზმი აღნიშნული რეგიონის ევროინტეგრაციული კურსისი კვლევაში, რისთვისაც არა მხოლოდ სტუდენტთა მოხსენებები, არამედ ამ სფეროში ჩართულ ცნობილ ექსპერტთა და სხვადასხვა ორგანიზიის კვლევითი მოხსენებებიც დაეხმარებათ. პროექტი იძლევა სტუდენტთათვის დამატებითი სტიმულისა და ცოდნის გამოვლენის საშუალებას აუდიტორიის წინაშე აზრის გამოხატვის, ჯანსაღი დებატების პრაქტიკის შემუშავების კუთხით. რაც მთავარია, პროექტი ხელს უწყობს ქართველ და უცხოელ სტუდენტთა შორის ინფორმაციის გაცვლასა და პარტნიორობის გაღრმავებას. კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს განათლების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისთვის დროის ნაყოფიერად გამოყენების სტიმულირება წარმოადგენს.

კონფერენცია გაგრძელდება ორ დღეს, მესამე დღეს დაგეგმილია კულტურული პროგრამა კონფერენციaSi მონაწილეთათვის. კონფერენციაზე სტუდენტები უშუალოდ წარადგენენ თავიანთ ნაშრომებს, რომელთა
შეფასება ჟიურის მხრიდან მოხდება შემდეგი კრიტერიუმების დაცვით: თემის აქტუალურობა, საკითხის ძირეული წვდომა და ანალიზი; დისკუსიის კულტურა; სტილი. პრეზენტაციის მაქსიმალური დროა 15 წთ (კითხვა- პასუხის ჩათვლით). კონფერენციის პირველი დღე გამოავლენს ფინალისტებს, რომლებიც მეორე ტურში ნაშრომებს განსხვავებული კუთხით გააშუქებენ.

კონფერენციაში საქართველოს თითოეული უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი იქნება მაქსიმუმ ორი სტუდენტი. რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები ორი დღის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლითა და კვებით. თითოეულ მონაწილე სტუდენტს გადაეცემა სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები. სამ გამარჯვებულს კი დამატებითი პრიზები.

კონფერენციის ოფიციალური ნაწილი საზეიმო ვითარებაში დაიხურება 2 ივნისს. 3 ივნისს იგეგმება კულტურული პროგრამა. ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ტარდება.

კონფერენციის ორგანიზატორები – სალომე გოგეშვილი: +995 555 97 08 52, salome.gogeshvili@yahoo.com, მარი მამულაშვილი: +995 598 63 68 98; mamulashvilim@yahoo.com.

კონფერენციის პარტნიორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისის კათოლიკური ეკლესია, სულხან-საბას უნივერსიტეტი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია "კულტურა და დიპლომატია"
  • იხსნება კონფერენცია „ევროკავშირის აღმოსავლეთში გაფართოების პროცესები“
  • თემაზე “კულტურა და დიპლომატია’’ კონფერენცია ტარდება
  • ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა
  • სტუ-ში ჩატარდა კონფერენცია “კულტურა და დიპლომატია”






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge