საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ევროკავშირის აღმოსავლეთში გაფართოების პროცესები“. კონფერენციის სექციების მუშაობა გაგრძელდა ორ დღეს. მესამე დღე დაეთმო კულტურულ პროგრამას კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებისთვის.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები. საქართველოს თითოეული უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი იყო ორი სტუდენტი. რეგიონებიდა ჩამოსული მონაწილეები კონფერენციის პერიოდში (1-2 ივნისი) უზრუნველყოფილნი იყვნენ საცხოვრებლითა და კვებით.
კონფერენციის მიზანაი იყო სტუდენტთა ურთიერთდაახლოება და კულტურული დიალოგი.