საერთაშორისო კონფერენციაში გამარჯვებულთა დაჯილდოებაზე Big Band-ის კონცერტი გაიმართა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

საერთაშორისო კონფერენციაში გამარჯვებულთა დაჯილდოებაზე Big Band-ის კონცერტი გაიმართა სტუ
28-10-2011, 16:44
28 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, III სართულზე, დიდ დარბაზში, გაიმართა თბილისის მერიის "Big Band"-ის კონცერტი. 16:00 საათზე კი სტუ-ის 79-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები საზეიმოდ დააჯილდოვეს.

სტუდენტთა 79-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში 16 მაისს გაიხსნა. 16-18 მაისს ჩატარდა კონფერენციის პირველი ეტაპი.

სტუ-ის სტუდენტთა 79-ე ღია საერთაშორო სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი (II) ეტაპი კი 8 ივნისს დასრულდა. სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში და საკონფერენციო ოთახში სტუდენტთა ყოველწლიური, რიგით 79-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი ეტაპი 1-ლი ივნისიდან მიმდინარეობდა. კონფერენციის მუშაობა სხვადასხვა დარგობრივი სამეცნიერო სექციის მიმართულებით წარიმართა. სტუ-ის სტუდენტთა 79-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. კონფერენციის დასკვნითი ეტაპის თითოეულ სექციაზე შესაბამისი დარგობრივი სექციის ჟიურიმ, ცალ-ცალკე სწავლების საფეხურების მიხედვით, გამოავლინა გამარჯვებული სტუდენტები: I, II და III ადგილის მფლობელები.

კონფერენციის დასკვნით ეტაპში გამარჯვებული სტუდენტები კონფერენციის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონიაზე სპეციალური დიპლომებით ჯილდოვდებიან, მათი სამეცნიერო ნაშრომების თეზისები კი კონფერენციის სამეცნიერო კრებულში გამოქვეყნდება. გარდა ამისა, სპეციალურ წიგნად გამოიცემა კონფერენციის პროგრამა, სადაც აღნიშნული იქნება კონფერენციის თითოეულ სექციაში მონაწილე სტუდენტი, საკუთარი ნაშრომის სახელწოდებისა და მისი სამეცნიერო ხელმძღვანელის მითითებით.

კონფერენცია სტუ-ის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

"ბიგ-ბენდი” 2006 წლის მონტე-კარლოს საერთაშორისო ჯაზფესტივალის გრანპრის მფლობელია. ამავე წელს ორკესტრს ქართული ხარისხის ნიშანიც მიენიჭა.
 
 

ასევე:

  • 79-ე ღია საერთაშორო სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი ეტაპი დასრულდა
  • სტუ-ში სტუდენტთა 79-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
  • სტუ-ში სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
  • 20 აპრილს სტუ-ში სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება
  • სტუ-ში საერთაშორისო კონფერენციის დასკვნითი ეტაპი გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge