სტუ-ში ტარდება კონფერენცია "კულტურა და დიპლომატია" » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ტარდება კონფერენცია "კულტურა და დიპლომატია" სტუ
24-04-2012, 02:28
28 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნება სტუდენტთა რესპუბლიკური კონფერენცია თემაზე "კულტურა და დიპლომატია". კონფერენციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (კოსტავას 77) ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი მართავს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან სალომე გოგეშვილი, ანა ფურელიანი, ბიძინა ბეჭვაია. პროექტის მხარდამჭერები - სტუ-ის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი; სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა.

კონფერენცია გაგრძელდება ორ დღეს და შედგება ფორმალური და არაფორმალური ნაწილისგან. არაფორმალური ნაწილი დაეთმობა გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციას, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, საზოგადოებას გააცნონ თავი და წარადგინონ თავიანთი უნივერსიტეტი. ფორმალურ ნაწილში სტუდენტები უშუალოდ წარადგენენ თავიანთ ნაშრომებს, რომელთა შეფასება ჟიურის მხრიდან მოხდება შემდეგი კრიტერიუმების დაცვით: თემის სიახლე; ანალიტიკური აზროვნება; საკითხის ძირეული ცოდნა; დისკუსიის კულტურა; თემის აქტუალობა; სტილი. პრეზენტაციის მაქსიმალური დროა 15 წთ (კითხვა- პასუხის ჩათვლით).

კონფერენციის პირველი დღე გამოავლენს ფინალისტებს, რომლებიც მეორე ტურში ნაშრომებს სხვა კუთხით გააშუქებენ. კონფერენციაში საქართველოს თითოეული უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი იქნება მაქსიმუმ ორი სტუდენტი. რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები ორი დღის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლითა და კვებით. თითოეულ მონაწილე სტუდენტს გადაეცემა სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები. 3 გამარჯვებულს კი დამატებით - ფულადი პრემია.

კონფერენცია 29 აპრილს საზეიმო ვითარებაში დაიხურება.
 
 

ასევე:

  • თემაზე “კულტურა და დიპლომატია’’ კონფერენცია ტარდება
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია “ევროკავშირის აღმოსავლეთში გაფართოების პროცესები’’
  • სტუ-ში ჩატარდა კონფერენცია “კულტურა და დიპლომატია”
  • იხსნება კონფერენცია „ევროკავშირის აღმოსავლეთში გაფართოების პროცესები“
  • ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge