სტუ-ში ჩატარდა კონფერენცია “კულტურა და დიპლომატია” » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ჩატარდა კონფერენცია “კულტურა და დიპლომატია” ---
3-05-2012, 00:43
სტუ-ში ჩატარდა კონფერენცია “კულტურა და დიპლომატია” 28-29 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალობის სტუდენტთა ინიციატივით, ჩატარდა კონფერენცია “კულტურა და დიპლომატია”. კონფერენციაში საქართველოს 11 უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობდა, მათ შორის, ბათუმის, ქუთაისის, გორის, თელავის უნივერსიტეტები, ასევე, საქართველოს უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. კონფერენციის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტები სალომე გოგეშვილი და ანა ფურელიანი.

სტუ-ში ჩატარდა კონფერენცია “კულტურა და დიპლომატია”ორდღიანი კონფერენციის მონაწილეები აღნიშნულ თემატიკაზე მართავდნენ დისკუსიებს, მსჯელობდნენ, წარმოადგენდნენ თავიანთ ნაშრომებს, რასაც ჟიური კონკრეტული კრიტერიუმებით აფასებდა. ჟიურის თავმჯდომარე იყო პროფესორი მურმან პაპაშვილი.

კონფერენცია ორი ეტაპისგან შედგებოდა: ფორმალური და არაფორმალური. არაფორმალურ ნაწილში სტუდენტები მართავდნენ პრეზენტაციებს თავიანთი უნივერსიტეტების შესახებ, ჰყვებოდნენ სტუდენტური ცხოვრების დეტალებს, ფორმალურ ნაწილში კი წარმოადგენდნენ უშუალოდ ტავიანტ ნაშრომებს.

სტუ-ში ჩატარდა კონფერენცია “კულტურა და დიპლომატია” კონფერენცია გახსნა რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილმა.
პირველ დღეს გამოვლინდა 10 ფინალისტი, რომლებმაც ტავიანთი თემები მეორე დღეს უფრო ვრცლად და დეტალურად წარმოადგინეს. საბოლოოდ კი დასახელდა სამი გამარჯვებული, რომელთაც დიპლომები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ (100, 200 და 300 ლარი). თითოეულ მონაწლეს გადაეცა სიგელი და თეზისების კრებული.

სტუ-ში ჩატარდა კონფერენცია “კულტურა და დიპლომატია”“დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც აქტიური მხარდაჭერა და დახმარება აღმოგვიჩინა ღონისძიების ხარისხიანად ჩატარებაში, მათ შორის, ბორის გითოლენდიას, გიორგი მადუაშვილს, მურმან პაპაშვილს, ბექა ხარებავას”, - აცხადებენ კონფერენციის ორგანიზატორები სალომე გოგეშვილი და ანა ფურელიანი.
სტუ-ში ჩატარდა კონფერენცია “კულტურა და დიპლომატია”
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია "კულტურა და დიპლომატია"
  • თემაზე “კულტურა და დიპლომატია’’ კონფერენცია ტარდება
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია “ევროკავშირის აღმოსავლეთში გაფართოების პროცესები’’
  • სტუ-ში საერთაშორისო კონფერენციის დასკვნითი ეტაპი გაიმართა
  • სტუ-ის სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge