დაიწყო სტატიების მიღება “ბიზნეს-ინჟინერინგის” მორიგი ნომრისთვის » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დაიწყო სტატიების მიღება “ბიზნეს-ინჟინერინგის” მორიგი ნომრისთვის სტუ
28-01-2013, 15:13
დაიწყო სტატიების მიღება ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის” 2013 წლის №2 ნომრისთვის, რომელიც აპრილში გამოიცემა.

ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია უნდა მოიცავდეს მეცნიერული კვლევის ახალ შედეგებს ბიზნესისა და ინჟინერიის შემდეგ თეორიულ და გამოყენებით სფეროებში:

• ბიზნეს-ინჟინერინგის თეორიული ასპექტები;
• ბიზნეს-პროცესების მართვის ტექნოლოგიები;
• საინჟინრო-საკონსულტაციო საქმიანობის ეკონომიკური შეფასებები;
• ბიზნესის განვითარების მიზნები და მიმართულებები;
• ბიზნეს-ინჟინერინგი: ენერგეტიკაში, ინფორმატიკაში, ქიმიასა და მეტალურგიაში, ფარმაციაში, მშენებლობაში, ტრანსპორტში, არქიტექტურასა და დიზაინში, სამთო გეოლოგიაში, ნანოტექნოლოგიებსა და ჰიდროტექნიკში;
• ინოვაციები და ინვესტიციები;
• საინჟინრო საქმიანობის სამართლებრივ-საექსპერტო და სოციალური ასპექტები;
• სამართალი და პოლიტიკა;
• ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

მიღებულ სტატიებს განიხილავს რედკოლეგია და დადებითი რეცენზიის შემთხვევაში აქვეყნებს ჟურნალში, ასევე განათავსებს ინტერნეტში - ელექტრონულ ჟურნალში.

სტატიები მიიღება ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე და ქვეყნდება ორიგინალის ენაზე.

სტატიის ელექტრონული ვერსია მოგვაწოდეთ რედაქციაში (მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, VI კორპუსი, VI სართული, ოთ. 613ბ, ტელ.: (+995 32) 236 53 91; (+995) 595 719 177 ან გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@bpengi.com ან Alekosichi@mail.ru

სტატიის გაფორმების წესები:

• სტატიის მოცულობა უნდა შეადგენდეს 15-20 გვერდს. ყველა ქართული ტექსტისა-თვის გამოიყენეთ ქართული შრიფტი Sylfaen, სტილი Normal, შრიფტის ზომა 10; ინგლისური და რუსული ტექსტების შრიფტი - TimesNewRoman, ზომა 10;
• სტრიქონთაშორისი ინტერვალი – 1,5; დაშორება ფურცლის ყველა კიდიდან - 2სმ;
• სტატიის თავში მოათავსეთ შემდეგი ინფორმაცია: ავტორის (თანაავტორის) სახელი და გვარი (შრიფტის ზომა 10); სათაური (ცენტრირებული, გასქელებული (Bold) (ზომა 14);
• რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
• ნახატები, გრაფიკები, სქემები და ა. შ. – ფორმატში TIFF 300dpi; 600dpi. ფორმულები უნდა აიკრიფოს ფორმულების რედაქტორში Microsoftequation 2.0(2.1.);
• სტატიას თან უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.
 
 

ასევე:

  • კონფერენცია - IEC 2015 ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“
  • თეოლოგიის ცენტრის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენცია ტარდება
  • კონფერენცია ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს და ხვალ“
  • კონფერენცია ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს და ხვალ“






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge