|
16-09-2014, 01:21
17-18 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საინჟინრო-ეკონომიკის დეპარტამენტის ეკონომიკური განვითარების და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ატარებს მეორე საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციას _ IEC 2014, ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მიმართულებები:
1. ეროვნული ეკონომიკის განვითარების ძირითადი მიმართულებები (ალტერნატიული ენერგეტიკა, ბიოტექნოლოგია, ქიმია, ინფორმატიკა, სამთო-გეოლოგია, კავშირგაბმულობა, მშენებლობა, არქიტექტურა, დიზანი, ტრანსპორტი, მანქანათმშენებლობა და ა.შ.); 2. სოციალური სექტორის (ჯანდაცვა, განათლება, დაზღვევა და ა.შ.) თანამედროვე პრობლემები; 3. აგრარული სექტორის განვითარების სტრატეგიები; 4. უძრავი ქონების მართვის თანამედროვე პრობლემები; 5. ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითადი ასპექტები; 6. ტურიზმი - ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი; 7. ბიზნეს-პროცესების მართვა (ბიზნეს-ინჟინერინგი); თანამედროვე მარკეტინგის უახლესი პრობლემები; 8. საბანკო საქმე, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი; 9. ინვესტიციები და ინოვაციები, მათი კომერციალიზაცია. თავისუფალი ეკონომიკური ზონები და ტექნოპარკები; 10. სამართალი და პოლიტიკა; 11. ეროვნული ეკონომიკის განვითარების პოლიტიკური, ისტორიული, ფილოსოფიური, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური, რუსული. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ჟურნალში „ბიზნეს-ინჟინერინგი“. კონფერენციაში მონაწილეობის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის _ 50 ლარი(დღგ-ის გარეშე), უცხოელებისთვის _ 50 ევრო (დღგ-ის გარეშე). სარეგისტრაციო მოსაკრებელში შედის: სტატიის რეცენზირება, ჟურნალში „ბიზნეს-ინჟინერინგი“ გამოქვეყნება, კონფერენციის პროგრამა, სერტიფიკატი, ბეიჯი, ქოფი-ბრეიქი. მსურველთათვის ბანკეტის ღირებულება _ 40 ლარი.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
კონფერენციაში მონაწილეობის თანხის გადახდის ბოლო ვადაა 20 სექტემბერი. საბანკო რეკვიზიტები სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისათვის მონაწილეებს გადაეგზავნებათ განაცხადების განხილვის შემდეგ. ერთი სტატიის ავტორთა მაქსიმალური რაოდენობა - 2. სტატიები გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: iec@gtu.ge. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის საიტზე: iec.gtu.ge. საკონტაქტო პირები: ალექსანდრე სიჭინავა (+995) 595 719177; (+032) 2365391, დალი სეხნიაშვილი (+995) 599 109 190. |
|