|
22-09-2015, 14:26
16-17 ოქტომბერ ს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, სტუ-ს საინჟინრო-ეკონომიკის დეპარტამენტი, ეკონომიკური განვითარების და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ატარებს მესამე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენციას - IEC 2015 ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები:
1. ეროვნული ეკონომიკის სექტორების განვითარების ძირითადი მიმართულებები (ალტერნატიული ენერგეტიკა, ბიოტექნოლოგია, ქიმია, ინფორმატიკა, სამთო-გეოლოგია, კავშირგაბმულობა, მშენებლობა, არქიტექტურა, დიზანი, ტრანსპორტი, მანქანათმშენებლობა და ა.შ.); 2. სოციალური სექტორი (ჯანდაცვა, განათლება, დაზღვევა და ა.შ.) და ეროვნული ეკონომიკის განვითარება; 3. აგრარული სექტორის განვითარების სტრატეგიები; 4. უძრავი ქონების მართვის თანამედროვე პრობლემები; 5. ტურიზმი - ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი; 6. ბიზნეს პროცესების მართვა (ბიზნეს-ინჟინერინგი); თანამედროვე მარკეტინგის უახლესი პრობლემები; 7. საბანკო საქმე, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი; 8. ინვესტიციები და ინოვაციები, მათი კომერციალიზაცია. თავისუფალი ეკონომიკური ზონები და ტექნოპარკები; 9. ეკონომიკური თეორიის თანამედროვე პრობლემები; 10. უმაღლესი განათლების თანამედროვე ასპექტები (დაფინანსება, ინტერნაციონალიზაცია, სწავლების თანამედროვე მეთოდები და სხვ.); 11. სამართალი და პოლიტიკა - ეროვნული ეკონომიკის განვითარებისთვის; 12. ეროვნული ეკონომიკის განვითარების პოლიტიკური, ისტორიული, ფილოსოფიური, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები. კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ჟურნალში „ბიზნეს-ინჟინერინგი“.
კონფერენციაში მონაწილეობის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის - 50 ლარი (დღგ-ს გარეშე), უცხოელებისთვის - 50 ევრო (დღგ-ს გარეშე). სარეგისტრაციო მოსაკრებელში შედის: სტატიის რეცენზირება, ჟურნალში „ბიზნეს-ინჟინერინგი“ გამოქვეყნება, კონფერენციის პროგრამა, სერტიფიკატი, ბეიჯი, ქოფი-ბრეიქი. მსურველთათვის ბანკეტის ღირებულება - 40 ლარი.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
კონფერენციაში მონაწილეობის თანხის გადახდის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი. საბანკო რეკვიზიტები სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისათვის მონაწილეებს გადაეგზავნებათ განაცხადების განხილვის შემდეგ. ერთი სტატიის ავტორთა მაქსიმალური რაოდენობა - 2.
სტატიები გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: iec@gtu.ge . რეგისტრაციისა და კონფერენციის შესახებ უახლესი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: www.iec.gtu.ge . საკონტაქტო პირები: ალექსანდრე სიჭინავა (+995) 595 719177; (+032) 2365391, შოთა ლომინაშვილი (+995) 577131 847. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 0175, თბილისი, კოსტავას ქ. 77; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 4600, ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59.
სტატიის გაფორმების წესი: 1. გვერდების მაქსიმალური რაოდენობა: 5 გვერდი, ფორმატი - A4 - შრიფტი: „AcadNusx’’, „Times New Roman’’, ზომა - 10, ინტერვალი - 1,5 - ზედა და ქვედა მინდორი - 2,5 სმ, მარცხენა მინდორი - 3სმ, მარჯვენა მინდორი -1,5სმ, აბზაცი - 1,25 სმ, გრაფიკები, სქემები და ფოტო მასალა - MS Word 2. ტექსტის სტრუქტურა: - სახელი, გვარი; - თემის სათაური; - რეზიუმე ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე, მაქსიმუმ 150 სიტყვა; - საკვანძო სიტყვები; - ძირითადი ტექსტი; - გამოყენებული ლიტერატურა.
პოსტერ-პრეზენტაცია: კონფერენციის საერთო ტერიტორიებზე სამეცნიერო ნაშრომების პოსტერების მეშვეობით წარმოდგენის შესაძლებლობა იქნება და ავტორები დამსწრეთა კითხვებს შესვენებების დროს უპასუხებენ.
პოსტერ-პრეზენტაციის მომზადების ინსტრუქცია: პოსტერ-პრეზენტაციის ავტორები შესვენებების დროს დგანან კედლის პლაკატების (პოსტერების) წინ და პასუხობენ დამსწრეთა კითხვებს. კონფერენციის მონაწილეები ეძებენ მათთვის საინტერესო თემას და იჩენენ მის მიმართ ინტერესს.მნიშვნელოვანია, რომ დამსწრეთა ყურადღების მიპყრობისათვის შერჩეულ იქნას აქტუალური თემა და ვიზუალურად საინტერესო პრეზენტაცია. პოსტერი ადვილად წაკითხვადი უნდა იყოს 1.5 მეტრის მანძილიდან.
მხარდაჭერა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ პოსტერის განთავსებისათვის საჭირო ინსტრუმენტებით (წებოვანი ლენტი და სხვ.), მიზანშეწონილია, რომ თან იქონიოთ თქვენთვის აუცილებელი მასალები.
ფორმატი: ვინაიდან პოსტერ-პრეზენტაციაზე იქნება სხვა ავტორების პოსტერებიც, ამიტომ სარეკომენდაციო ზომები არ უნდა აღემატებოდეს: 50 სმ სიგანე და 80 სმ სიმაღლეს. პოსტერი დაიკიდება ვერტიკალურად.
შრიფტი და ზომა: გირჩევთ, რომ გამოიყენოთ შემდეგ შრიფტი და ფონტი: სათაური - Sylfaen, მინიმუმ 36 მმ, ტექსტი - მინიმუმ 24 მმ.
სხვა რეკომენდაციები: გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ილუსტრაციები, სქემები და გრაფიკები, რათა თქვენი პრეზენტაცია იყოს რაც შეიძლება მიმზიდველი.
პოსტერ-პრეზენტაციის ღირებულება - 20 ლარი.
პოსტერ-პრეზენტაციაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და მათი პოსტერები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალებში. |
|