« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
სტუ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მემორანდუმს გააფორმებენ |
სტუ |
|
|
16-10-2013, 17:57
ხვალ, 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-სა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი. ღონისძიებას საჯარო რეესტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
ამასთანავე, 17-18 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საინჟინრო-ეკონომიკის დეპარტამენტის ეკონომიკური განვითარებისა და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ატარებს პირველ საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენციას – IEC 2013 – ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს და ხვალ“.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებებია: 1. მრეწველობის განვითარების ძირითადი მიმართულებები (ალტერნატიული ენერგეტიკა, ბიოტექნოლოგია და ა.შ.); 2. სოციალური სექტორის (ჯანდაცვა, განათლება, დაზღვევა და ა.შ.) თანამედროვე პრობლემები; 3. აგრარული სექტორის განვითარების სტრატეგიები; 4. ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითადი ასპექტები; 5. ტურიზმი - ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი; 6. უძრავი ქონების ეკონომიკა; 7. მენეჯმენტი. ბიზნეს-პროცესების მართვა (ბიზნეს-ინჟინერინგი); 8. თანამედროვე მარკეტინგის უახლესი პრობლემები; 9. საბანკო საქმე, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი; 10. ინვესტიციები და ინოვაციები, მათი კომერციალიზაცია. თავისუფალი ეკონომიკური ზონები და ტექნოპარკები; 11. სამართალი და პოლიტიკა; 12. საზოგადოების განვითარების ფილოსოფიური, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური, რუსული. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ჟურნალში „ბიზნეს-ინჟინერინგი“. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ასევე:
კონფერენცია ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს და ხვალ“კონფერენცია ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს და ხვალ“სტუ-ში ტარდება კონფერენცია ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“სტუ-სა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდაკონფერენცია - IEC 2015 ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“
|
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|