იბერიულ-ქართული სახელმწიფოებრიობის 2300 წლისთავი » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

იბერიულ-ქართული სახელმწიფოებრიობის 2300 წლისთავი სტუ
29-09-2014, 17:03
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ჟურნალი “ქართველოლოგია”, აუდიტორული კომპანია PKF Georgia-ს მხარდაჭერით, აწყობენ საერთაშორისო კონფერენციას “კრეტული გრაფიკული და ბაბილონური ასტრონომიულ-ქრონოლოგიური სისტემები ძველ ქართულ ანბანში და ძეგლებზე”. კონფერენცია სტუ-ში 9-11 ოქტომბერს ჩატარდება. ღონისძიება ეძღვნება ქართული დამწერლობის წარმოშობას და და მასში ასახულ ასტრონომიულ-ქრონოლოგიური პარამეტრების ანალიზს.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, პროფესორი რაულ გვეტაძე აცხადებს, ნაჩვენები იქნება დამწერლობის არქეოლოგიურ ძეგლებზე აღბეჭდილი ინფორმაცია, რომელიც მტკიცდება თანამედროვე არქეოასტრონომიული კვლევებით.

“კონფერენცია საინტერესო იქნება მეცნიერებისთვის, რომელთა მოღვაწეობა უკავშირდება ქართველოლოგიას, ეროვნულ ქრონოლოგიას, აღმოსავლეთმცოდნეობას, ბიზანტინოლოგიას, ინფორმატიკას, მათემატიკასა და კოსმოგრაფიის ისტორიას. იმედი გვაქვს, დამწერლობათმცოდნეობით დაინტერესებული საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის მუშაობაში”, – აღნიშნა მან.

როგორც რაულ გვეტაძე აცხადებს, არსებული მასალით მტკიცდება, რომ ფარნავაზის დროს ჩამოყალიბდა მაღალი დონის ცივილიზებული სახელმწიფო, თავისი დამწერლობითა და წელთაღრიცხვის სისტემით. წელტაღრიცხვის სისტემა მისადაგებულია პლანეტათა დიდ აღლუმთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ძველი წელთაღიცხვის 284 წელს. ეს იძლევა საფუძველს, დავადასტუროთ, რომ 2017 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობას 2300 წლის იუილე უსრულდება.

“კოლხებსა და მის მონათესავე ტომების შესახებ ელადაში შექმნილი იყო ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი და პოპულარული თქმულება _ ბერძენ გმირთა ლაშქრობა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ხომადლით „არგო“. კოლხური ცივილიზაციის მაღალი დონის და დამწერლობის თვითმყოფადი კულტურის არსებობის ისტორიული ცნობები დადასტურდა ამჟამად ჩვენთვის შორეულ კუნძულ კრეტაზე, რომელსაც ბიბლიაში შემონახული ინფორმაციით „ქართ“ რქმევია”, – აცხადებს რაულ გვეტაძე.

მისი განცხადებით, კრეტაზე აღმოჩენილ 1400-ზე მეტ თიხის ფირფიტასა და ნივთზე ნახატ-ნიშნებით თუ A-ხაზოვანი სისტემით შესრულებული ტექსტები საერთო-ქართველური (პროტოქართველური) ენითაა დაწერილი. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო და ბრწყინვალე ნიმუშია ნანა-ღვთაების საგალობელი, ასახული, ე.წ „ფესტოსის დისკზე“ , რომელიც ამოიკითხა ქართველოლოგ გია კვაშილავამ.

„ქართლის ცხოვრებაში“ მემატიანე ლეონტი მროველი წერდა: „...ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი... და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“. იბერიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში ფარნავაზის თანამებრძოლი იყო ეგრისის მმართველი ქუჯი. როგორც ჩანს, მათი თანამშრომლობა კულტურულ სფეროზედაც ვრცელდებოდა. ამით აიხსნება ის, რომ ძველქართულ ასომთავრულ ანბანის გრაფიკულ სისტემაზე აშკარად შეიმჩნევა კრეტული A-ხაზოვანი დამწერლობის გავლენა. 16 ასომთავრული ასო მსგავსებას ავლენს A-ხაზოვან დამწერლობის სიმბოლოებთან. ასეთებია: ფარ (a), ქან (m), ჯან(]) და სხვ. მნიშვნელოვანია ის, რომ კრეტული A-ხაზოვანი სიმბოლოებით შესრულებული წარწერა ძვ.წ.აღ. IV-III საუკუნეებით დათარიღებულ დოქზე, აღმოაჩინეს სამტრედიის რაიონის სოფელ დაბლაგომში.

ბერძნულ გახმოვანებულ ე.წ. ვოკალიზებულ ანბანების გვერდით, განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ ასტრონომიზირებულ ასომთავრულ ანბანს. ეს ანბანი ანტიკური ეპოქის იბერიულ-ქართული ცივილიზაციის საკაცობრიო მნიშვნელობის შედევრია. მასში მოიპოვება ენციკლოპედიური ხასიათის ძველი ბაბილონური ცნობები ასტრონომიის, მათემატიკისა და ქრონოლოგიის დარგში და ამდენად იგი მართლაც, „მწიგნობა ქართულის“ დღემდე შემორჩენილი წერილობითი ძეგლია.

ბაბილონელი ასტრონომები მთვარის 354 და მზის 365, 25-დღიანი კალენდარული სისტემების სინქრონიზაციისთვის იყენებდნენ 19-წლიან ე.წ. მეტონის ციკლს, რომლის თანახმად 19-წლიანი მზის წელიწადი უტოლდება 29,5 დღის ხანგრძლივობის 235 მთვარის თვეს.

უძველეს დროში საქართველოში და ირანში წელთაღრიცხვის ათვლა 19-წლიანი ციკლით ხდებოდა.

ძუნწი ისტორიული მონაცემები კავკასიური იბერიის შესახებ გაბნეული სხვადასხვა წერილობით წყაროებში, შეივსო უძვირფასესი უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენებით:
1. ნეკრესის მზის ტაძარი იბერიის მეფე ფარსმან I-ის მემორიალური ძეგლია, რომელზედაც ასახულია მისი სახელი, გამეფების და მზის დაბნელების თარიღები ათვლილი 19- წლიანი ციკლით, რომლებიც ეთანადება ახ.წ. 40 და 19 წლებს.
2. შარაგასის გამარჯვების სტელაზე დაფიქსირებულია დამწერლობის ორი სისტემა – არამეული ტექსტი და იბერიული წელთაღრიცხვის სისტემა, ათვლილი ასომთავრული რიცხვ-ნიშნებით. იბერიის მეფე მითრიდატე II-ის ეს ძეგლი დათარიღებულია ახ.წ. 97 წლით.

ნეკრესის მთვარე-მზის წარმართულ კალენდარზე 19-წლიანი ციკლით დაფიქსირებული 532-წლიანი დიაპაზონის დასაწყისი ძვ.წ. 284 წელს ეთანადება. ისტორიკოსებს ქართული, ეროვნული წელთაღრიცხვის დასაწყისად ძვ.წ. 284 წელი მიაჩნიათ. ამ თარიღის სანდოობას ამყარებს საინტერესო ასტრონომიული მოვლენა.
ძ. წ. 284 წელს (ასტრონომიულად - 283 წ.), ოქტომბრის პირველ დეკადაში, მოხდა

იშვიათი მოვლენა – პლანეტათა დიდი აღლუმი, როცა მარსის გარდა ყველა ხილული პლანეტა: ვენერა, იუპიტერი, მერკური, სატურნი მოთავსებული იყო 15 გრადუსიან ზოლში. ეს თარიღი, როგორც ჩანს, მიჩნეული იყო იბერიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების, აგრეთვე ასომთავრული ანბანის და ეროვნული წელთაღრიცხვის სისტემის შემოღების დროდ.

“იბერიული ცივილიზაციის მაღალი დონის დამადასატურებელი არტეფაქტები, ასტრონომიზირებული ანბანის და წელთაღრიცხვის სისტემები, აგრეთვე, იბერიის ისტორიის ეტაპების ისეთი თანამდევი ასტრონომიული მოვლენები, როგორიც არის პლანეტათა აღლუმი და მზის დაბნელების ციკლები, საფუძველს გვაძლევს, იბერიის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების 2300 წლისთავი აღვნიშნოთ 2017 წლის ოქტომბერში”, – აცხადებს რაულ გვეტაძე.
 
 

ასევე:

  • ქართული დამწერლობის წარმოშობის თემაზე სტუ-ში კონფერენცია ტარდება
  • ქართული დამწერლობის წარმოშობის თემაზე სტუ-ში კონფერენცია ტარდება
  • სტუ-ში “საქართველოს ისტორიის” ოთხტომეულზე იმსჯელებენ
  • ადრექრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის თემაზე ღონისძიება ტარდება
  • ქართული ენის როლზე სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის საქმეში კონფერენცია ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge