|
1-06-2012, 16:40
4 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტარციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის მცირე დარბაზში, გაიმართება საჯარო განხილვა თემაზე: “კოლხურ-იბერიული და ადრექრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის საკითხები ახლად გამოცემულ “საქართველოს ისტორიაში” (I-II ტ.).
მოხსენებებს წაიკითხავენ გ. კვაშილავა - “პროტოქართულ-კოლხური ცივილიზაციის კრეტული წერილობითი ძეგლები; რ გვეტაძე - “იბერიული ცივილიზაციისა და ადრექრისტიანული კულტურის ფუნდამენტური მნიშვნელობის წერილობითი ძეგლები; რ. პატარიძე - “ისტორიული წყაროები ქართული დამწერლობის წარმომავლობის შესახებ; ი. კვესელავა - “რეკომენდაციები”.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტი. |
|