|
11-04-2011, 12:15
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია ცნობილ ინგლისელ მეცნიერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორს, მაიკლ ვიკერსს უმასპინძლებს. პროფესორი წაიკითხავს ლექციას თემაზე: "ებრაული და ადრექრისტიანული სიძველენი რომაული კატაკომბებიდან: ოქსფორდის ეშმოლეან მუზეუმის ახალი შენაძენები".
მაიკლ ვიკერსი ოქსფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორი და აშმოლეან მუზეუმის ბერძნული და რომაული სიძველეების კურატორია. მაიკლ ვიკერსი ანტიკური კულტურისა და ისტორიის ცნობილი მკვლევარია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების წევრ-კორესპონდენტია. საქართველოსთან მას მრავალწლიანი სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებს. 1994 წლიდან მონაწილეობდა ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციებში, ხოლო 1998 წლიდან აჭარაში, ფიჭვნარში, ბრიტანულ-ქართული ერთობლივი არქეოლოგიური გათხრების თანახელმძღვანელია (ა. კახიძესთან ერთად).
ებრაული კულტურის ამსახველი ექსპონატები საქართველოს ეროვნულ მუზეუმშიცაა დაცული, მიმდინარეობს მათი კვლევა და ამ მიმართულებით უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა. |
|