|
2-11-2012, 14:29
საქართველოს ეროვნული მუზეუმი იწყებს ახალ პროგრამას - მუზეუმის მეგობრები. ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია ჩაერთოს პროექტში და შეიტანოს თავისი წვლილი მუზეუმის განვითარებაში.
როგორც პროექტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ამგვარი ღონისძიების განხორციელება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი დადგეს მსოფლიო დონის კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუციების რიგში. ქვეყნის საგანძურის გაცნობა, შესწავლა, ახალგაზრდას ხელს დაეხმარება იმაში, რომ ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის გაცნობას მსოფლიოსთვის.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მუზეუმის მეგობრის ბარათი და მთელი წლის განმავლობაში ისარგებლოს სხვადასხვა სერვისით: მუზეუმში უფასოდ, შეუზღუდავად შესვლით, ფასდაკლებით მუზეუმის კაფესა და მაღაზიაში, ლექციებზე უფასო დასწრებით (წინასწარი შეტყობინებით ელექტრონულ ფოსტაზე), მუზეუმის კურატორის მიერ ცატარებული ექსკლუზიური ტურით, ასევე, მრავალი სხვა საინტერესო ღონისძიებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი დღეს ყველაზე დიდი სამუზეუმო გაერთიანება საქართველოში. მის შემადგენლობაშია 11 მუზეუმი, ეროვნული გალერეა, 4 სახლ-მუზეუმი და 2 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
იმისათვის, რომ სტუდენტი, ანდა ნებისმიერი დაინტერესებული პირი გახდეს მუზეუმის მეგობარი, საჭიროა შეავსოს განაცხადის ფორმა, გადაიხადოს საწევრო შესატანი და მიიღოს მეგობრების ბარათი. სტუდენტებისთვის წლისური გადასახადი შეადგენს 20 ლარს. განაცხადის ფორმისა და სხვა ინფორმაციისთვის სტუდენტები უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს მუზეუმის მეგობრების საზოგადოებას: friends@museum.ge, ტელ.: 299 58 95 | 299 07 81 (173) | 599 370015, facebook.com/MuseumFriends, museum.ge |
|