|
1-10-2015, 13:54
6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში მოეწყობა ეროვნული მუზეუმის Instagram გვერდის ოფიციალურ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა.
Instagram გვერდის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პირველი Instagram ფოტოების გამოფენა - ხუთმა ახალგაზრდა ფოტოგრაფმა მუზეუმების განსხვავებულ სივრცეებში საინტერესო ფოტოები გადაიღო. სპეციალურად პროექტისთვის #მუზეუმიფოკუსში მუშაობდნენ:
@louisa_s - ლუიზა ჩალათაშვილი @leeonees - ლევან მაისურაძე @chalo_0 - დავით ჭალიძე @dikarka - დინა ოგანოვა @n_romanovskaya - ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია
მუზეუმში პირველად მოეწყობა მუსიკალური სეტი - საღამოს გააფორმებს სანდრო თედიაშვილი (TedArt). ჩვენი Instagram გვერდის დახმარებით სტუმრებს შეეძლებათ, ნახონ, თუ რა ხდება მუზეუმის კულისებში - როგორ მზადდება გამოფენები, რას ინახავს მუზეუმის საცავები, გაეცნონ ჩვენს ლაბორატორიებს, რესტავრაციის პროცესს და მუზეუმის ცხოვრების ამსახველ სხვა ფოტომასალას.
დამთვალიერებლებს შეუძლიათ, გადაიღონ ფოტო მუზეუმის სივრცეში და ატვირთონ ინსტაგრამზე #museuminfocus-ის მითითებით.
https://instagram.com/georgiannationalmuseum/
Instagram მეგობრები არიან საკომუნიკაციო სააგენტო Windfor’s-ი და ღვინო „თამადა“.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზო. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი N3. |
|