საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობრების საზოგადოება სტუდენტებისთვის აქციას აწყობს. სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, ჩაერთონ კონკურსში. გამარჯვებული მუზეუმისგან საჩუქარსა და მეგობრების 1-წლიან ბარათს მიიღებს.
კონკურსი ორეტაპიანია.
I ეტაპი: კონკურსანტმა სწორი პასუხი უნდა გასცეს სამ კითხვას; გაგზავნო სწორი პასუხები მისამართზე: friends@museum.ge; მიუთითონ სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, უნივერსიტეტი; დაელოდონ შეტყობინებას და მეორე ეტაპის დეტალურ ინსტრუქციას.
კითხვები:
ა.) დასახელებულ მუზეუმთა შორის რომელი არ შედის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში?
1. ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
2. სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი
3. ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
4. ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი
5. აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
6. სვანეთის მუზეუმი
ბ.) წარმოდგენილი ხატებიდან რომელი მათგანი არის შემკული ცნობილი ქართველი ოქრომჭედლის - ბექა ოპიზრის მიერ?
1. ხახულის ხატი 2. ლაკლაკიძის ხატი 3. ანჩისხატი
რომელ ქართველ მხატვარს ეკუთვნის კინო-ფილმ „აკაკის აკვანის“ დეკორატიული ესკიზები?
II ეტაპი: კონკურსანტმა უნდა გახადოს 5 სტუდენტი (თავის გარდა) მუზეუმის მეგობრად; მიიტანონ განაცხადის შევსებული ფორმები და თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი (მხოლოდ 5 სტუდენტის) შემდეგ მისამართზე: რუსთაველის გამზ. 3, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მეგობრების საზოგადოება, facebook.com/MuseumFriends.