ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის ---
5-03-2014, 17:28
თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი აცხადებს რიგით მე-7 ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის “მცირე პროზა”.

როგორც მუზეუმის დირექციაში აცხადებენ, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველლა, ესე, ჩანახატი (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება). 1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4. თითოეული არა უმეტეს 8-10 ნაბეჭდი გვერდისა 4 ეგზემპლარად, აგრეთვე, ნაშრომის ელექტრონული ვერსია.

კონკურსი 2014 წლის 10 თებერვლიდან 15 მაისის ჩათვლით ტარდება. ნაშრომების ჩაბარების ბოლო ვადაა 10 მაისი; 15 მაისს მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით.
გამარჯვებული ნაწარმოებები დაიბეჭდება ჟურნალ “ლიტერატურულ პალიტრაში” და “ჩვენს მწერლობაში”.

წელს დაიშვება გამონაკლისი იმ კონკურსანტებისთვის, რომლებიც მუშაობენ პუბლიკაციებზე. ჟიურის მიერ განიხილება მათი ნაწერებიც.

საკონკურსო პროზაული ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელ. ფოსტით n.baratashvili_museum@yahoo.com და ჩაბარებულ იქნას 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2014 წლის 10 მაისამდე. მის.: ჩახრუხაძის ქ.@17 ტელ: 2990699, 593148125 (კვირა-ორშაბათის გარდა).

კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სტუდენტობის დამადასტურებელი სხვა საბუთი და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი.
 
 

ასევე:

  • კონკურსი სტუდენტებისთვის
  • კონკურსი სტუდენტებისთვის „მცირე პროზა“
  • სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი ცხადდება
  • სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი ცხადდება
  • ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge