სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი ცხადდება » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი ცხადდება კულტურა, სპორტი
16-03-2012, 01:06
სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი ცხადდება. ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური და ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის - "მცირე პროზა".

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველა, ესე, ჩანახატი (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება).

მსურველს შეუძლია 1 ან 2 ნაწარმოების წარდგენა, თაბახის ფორმატით A4. თითოეული არა უმეტეს 8 ნაბეჭდი გვერდისა, 4 ეგზემპლარად, აგრეთვე, ელექტრონული ვერსია.

კონკურსი ჩატარდება 2012 წლის 20 მარტიდან 11 მაისის ჩათვლით. ნაშრომის ჩაბარების ბოლო ვადაა 1-ლი მაისი. 11 მაისს გამარჯვებულებს დააჯილდოებენ I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით.

საკონკურსო პროზაული ნაწარმოებები უნდა გაიგზავნოს ელ. ფოსტით: n.baratashvili_museum@yahoo.com და ჩაბარებულ იქნას 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2012 წლის 1-ელ მაისამდე. მისამართი: ჩახრუხაძის ქ. #17 ტელეფონი: 990699, 893148125. ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია ყოველდღე, გარდა შაბათ-კვირისა და ორშაბათისა.

კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სხვა სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი.
 
 

ასევე:

  • ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის
  • სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი ცხადდება
  • კონკურსი სტუდენტებისთვის „მცირე პროზა“
  • კონკურსი სტუდენტებისთვის
  • სტუდენტური კონკურსი






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge