|
18-03-2011, 14:52
ქალაქ თბილისის მერია, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური და ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის “მცირე პროზა”.
კონკურსის პირობები ასეთია: დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველა, ესე, ჩანახატი (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება). 1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით. თითოეული არა უმეტეს 8 ნაბეჭდი გვერდისა, ელექტრონული ვერსიით.
კონკურსი 25 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით ტარდება. ნაშრომის ჩაბარების ბოლო ვადა 1-ლი მაისი.
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციითა და სამახსოვრო საჩუქრით.
საკონკურსო პროზაული ნაწარმოებები მონაწილეებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტით: n.baratashvili_museum@yahoo.com, nana_elizi@yahoo.com და ჩააბარონ ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2011 წლის 1-ელ მაისამდე. მის: ჩახრუხაძის ქ.@17 ტელ:990699, 893148125. |
|